• Prima Medi
  • Prima Medi
  • Prima Medi
  • image
Error
  • Error loading feed data

"პრიმა მედი" - ნოვატორი კავკასიის რეგიონში

Prima Medi Founder Natia Shavdiaნათია შავდია

კომპანია "პრიმა მედის" დამფუძნებელი

ფრანგულ ბიოტექნოლოგიურ ფირმას "Biomerieux" ერთსაუკუნოვანი ისტორია აქვს და დღესდღეობით წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს მიკრობიოლოგიასა და იმუნოლოგიაში. საქართველოში და, შეიძლება ითქვას, ზოგადად პოსტ-საბჭოთა სივრცეში "Biomerieux"-ს პროდუქციის პირველი პრეზენტაცია სამედიცინო საზოგადოების წინაშე განხორციელდა 15 წლის წინ სამედიცინო ცენტრი "ციტო"–ს მიერ, რომელიც დღემდე სამედიცინო ტექნოლოგიების ნოვატორია საქართველოში. 2001 წელს შეიქმნა შპს "პრიმამედი" სამედიცინო ცენტრ "ციტო"-ს შვილეული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ფრანგული ბიოტექნოლგიური ფირმა "Biomerieux"-ს ექსკლიუზიურ დისტრიბიუტორს საქართველოში და "Biomerieux"-ს წარმომადგენლობების აქტივობის მხრივ პირველია კავსკასიის რეგიონში.

 

პროფესიით ექიმი ნათია შავდია "პრიმამედის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. საფრანგეთის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "ინსერმის" თანამშრომელმა საქართველოში დაბრუნებისთანავე გადაწყვიტა დაეფუძნებინა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო ლაბორატორია - სამედიცინო ცენტრი "ციტო", რომელიც განსხვავებული იქნებოდა საქართველოში არსებული კლინიკური ლაბორატოირებისგან, არა მხოლოდ დასავლური მენეჯმენტის სტილით, პროფესიონალი კადრებით, არამედ მსოფლიო ლიდერად აღიარებული ფირმის მიერ წარმოებული ტექნოლოგიებით. რამდენიმე წლის შემდეგ კი 2001 წელს ქალაბტონი ნათია შავდიას ინიციატივით დაფუძნდა სადისტრიბუციო კომპანია "პრიმამედი" – ფრანგული ფირმა "Biomerieux" ექკლიუზიური წარმომადგენელი საქართველოში

 

ნათია შავდია: 

 პრიმამედი წარმოადგენს ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის "Biomerieux" ექსკლუზიურ დისტრიბიუტორს. ჩვენ ვუზრუნველყობთ აპარატურის , ტეს-სიტემების რეგისტრაციას კანონმდებლობის გათვალსიწინებით, დამკვეთთა პერსონალის ტრენინგს, ტექნიკურ მომსახუროებას. სურვილის შემთხვევაში დამკვეთს ჩვენ ვთავაზობთ მომსახურეობას, ლაბორატორიების დაგეგმარებით დაწყებული აქტიურ მუშაობამდე მიყვანით დამთავრებული. ამის მაგალითია კახეთში, გურჯაანის რაიონში დაარსებული ქართულ ფრანგული სამედიცინო ცენტრი "იონი კახეთის განვითარებისათვის", რომლის გახსნაში და შემდგომ მუშაობაში აქტიური როლი ითამაშა ჩვენმა ორგანიზაციამ. ჩვენ დისტრიბუციის მთელი ქსელი გვაქვს. შესაბამისად, ნებისმიერი მსურველი ჩვენი კლიენტია.

 

საფრანგეთის მხარე რამდენად აკვირდება თქვენს საქმიანობას?

ჩვენ "Biomerieux"-ს სათავო ოფისთან ყოველდიურად გვაქვს ურთიერთობა. მათგან ვიღებთ ახალ ინფორმაციებს, ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. ყოველწლიურად გაწერილი გვაქვს ტრენინგები ჩვენი გაყიდვების მენეჯერისა და ტექნიკური პეროსონალისთვის

ზოგადად, საფრანგეთთან მჭიდრო კონტაქტი მაქვს. მყავს ბევრი მეგობრები; ჩემი შვილები იქ ცხოვრობენ, განათლებაც იქ მიიღეს და სამუშო კარიერის გაგრძელებასაც საფრანგეთში გეგმავენ. ასე რომ ოჯახის გამოც ხშირად მიწევს ჩასვლა.